თურქი დიპლომატი ერაყის ქურთისტანის ქალაქ ერბილში მოკლეს. BBC-ს ინფორმაციით, დიპლომატს ესროლეს. სხვა დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

გამოცემა წერს, რომ მოკლული თურქეთის კონსულის მოადგილე იყო. ის რამდენიმე დიპლომატთან ერთად რესტორანში სადილობდა.

ქურთისტანის ავტონომიური რეგიონი ერაყის შემადგენლობაში შედის.