აბიგაილ დისნეი დოკუმენტური ფილმების რეჟისორი და აქტივისტია. ის ცნობილი ვოლტ დისნეის ძმის, როი ო დისნეის შვილიშვილია, რომელმაც ძმასთან ერთად კომპანია დააარსა.

Yahoo-სთან ინტერვიუში აბიგაილი ამბობს, რომ ფეისბუქზე დისნეის პარკის თანამშრომლისგან წერილი მიიღო, რომელშიც ის მუშაობის არასახარბიელო პირობებზე წერდა. ამ ყველაფრის შემდეგ, აბიგაილიდისნეის პარკს ესტუმრა, ოღონდ ისე, რომ საკუთარი ვინაობა არ გაუმჟღავნებია. როდესაც ხალხთან ლაპარაკი დაიწყო, მიხვდა, რომ ისინი ძალიან დაბალ ხელფასზე მუშაობდნენ და ასეთ ზეწოლას ძლივს უძლებდნენ.

"არ ვიცი როგორ შევინარჩუნო მომღიმარი და თბილი სახე, როდესაც სახლში წასული იძულებული ვარ სხვის ნაგავში ვიქექებოდე და საჭმელს ვეძებდე", თითქმის ყველა ადამიანი ამას მეუბნებოდა. ძალიან განრისხებული ვიყავი, როდესაც პარკიდან გამოვედი, იმიტომ, რომ ბაბუაჩემი მასწავლიდა იმ ადამიანების პატივისცემას და დაფასებას, ვინც უბრალოდ ბილეთს გიმოწმებს, ან გაზიან სასმელს გისხამს. ეს ადამიანები წარმატების ძალიან დიდი ნაწილი არიან.

აბიგაილ დისნეი

ის კომპანია ვოლტ დისნეის დირექტორს ბობ იგერს დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ ის არ ზრუნავს მისსა და თანამშრომლების ხელფასების ზღვარის შემცირებას. იგერი წელიწადში დაახლოებით $66 მილიონს გამოიმუშავებს. 2018 წელს კი მან დისნეის საშუალო დამსაქმებელზე ათასჯერ მეტი თანხა მიიღო.

აბიგაილ დისნეი აპირებს თავად მიიღოს პოზიტიური ცვლილებებში მონაწილეობა. მან და დაახლოებით ათასმა შეძლებულმა ამერიკელმა წერილი შეადგინეს, რომლითაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებს მიმართავენ და მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდას ითხოვენ ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა სუფთა ენერგია, ბავშვთა უნივერსალური ზრუნვა და ინფრასტრუქტურა.