შინაგან საქმეთა სამინისტროსთან "სამიზნეები მივიდნენ" და საპროტესტო აქცია გამართეს. კერძოდ, აქცია #სირცხვილიას მონაწილეებმა სპეციალური ტანისამოსი ჩაიცვეს, რომლებზეც სამიზნეებია მონიშნული და უწყებასთან პერფომანსი მოაწყეს.

ორგანიზატორები განმარტავენ, რომ დღეს ისევე არიან სამიზნეები, როგორც 20 ივნისის ღამეს, როდესაც სპეცრაზმი აქციას შლიდა.

"გახარიას იგივე წარმატებით შეუძლია გამოვიდეს და გვესროლოს ახლაც. მას არანაირი საფუძველი არ სჭირდება, ზუსტად ასე გააკეთა 20-შიც. ამწამსაც შეუძლია გამოვიდეს და დაიწყოს ნადირობა ჩვენზე, ჩვენს თვალებზე და ჯანმრთელობაზე", — განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა.

ფოტო: სალომე ჩიკვილაძე / On.ge

ფოტო: სალომე ჩიკვილაძე / On.ge

"სახელმწიფოსთვის ჩვენ არ ვართ საზოგადოება, ვართ სამიზნეები. გამიმართლა და ჩემი შვილი აქციიდან თვალით დაბრუნდა, მაგრამ სხვისი შვილები ვერა. ამიტომ უნდა გადადგეს გიორგი გახარია", — განმარტა სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ.

ფოტო: სალომე ჩიკვილაძე / On.ge

ნახეთ პირდაპირი რეპორტაჟი აქციიდან:

შეგახსენებთ, რომ აქცია #სირცხვილია პარლამენტთან 28 დღეა იმართება. დღეს, 17 ივლისს აქციაზე წიგნის საღამო გაიმართება.