ქართული ოცნების თავმჯდომარე სისულელესა და სიბრიყვეს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 20 ივნისს აქციის დაშლის ბრძანება თავად გასცა. ივანიშვილის თქმით, მსგავს რამეს მხოლოდ "ნაცები თუ იტყოდნენ". რაც შეეხება კონტრარგუმენტს, ის ამბობს, რომ შუაღამე პოლიციას ბრძანებას ვერ მისცემდა.

"როგორ წარმოგიდეგენიათ, რომ შუაღამისას მე პოლიციასთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებებს გავცემდი. ასეთ სიბრიყვეს და ბრიყვულ კითხვას თქვენგან არა, მათგან მოდის და თქვენ არ გაყენებთ შეურაცხყოფას", — განაუცხადა მან ჟურნალისტებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირველად 11 ივლისს განაცხადა, რომ 20 ივნისის აქციის დაშლაზე ბრძანება თავად გასცა. მანამდე ის არ ამბობდა, რომ გადაწყვეტილება მან მიიღო და მუდმივად მეორებდა, რომ პასუხისმგებლობას იღებდა.