ბრაზილიის პოლიციის განცხადებით, მათ საიდუმლო ქარხანა დახურეს, სადაც ყალბი ფერარის და ლამბორგინის წარმოება ხდებოდა.

მამა-შვილი, რომლებსაც სანტა-კატარინაში მდებარე ეს ქარხანა ეკუთვნოდათ, უკვე დააპატიმრეს.

ფოტო: AP

პოლიციის განცხადებით, მანქანები სოციალური მედიის მეშვეობით რეკლამდებოდა და მათი ფასი $45,000-დან $60,000-მდე მერყეობდა.

ქარხანაში 8 მანქანა ნაწილობრივ მზა მდგომარეობაში იყო. პოლიცია იძიებს, თუ რა ნაწილებით ხდებოდა მათი დამზადება.