ტაიკა ვაიტიტი მარველის კინოსამყაროს უბრუნდება. რეჟისორი 2017 გამოსული საკუთარი ფილმის თორი:რაგნაროკი-ს სიქველს გადაიღებს და ფილმის სცენარისტიც თავად იქნება. ჭექა-ქუხილის ღმერთის მეოთხე ფილმისთვის ოფიციალური სახელი ჯერ არ შერჩეულა, გამოსვლის სავარაუდო თარიღიც უცნობია.

რაგნაროკი მესამე სპინოფია, რომელიც ასგარდელი პრინცის თავგადასავალზე გვიყვება. ფილმი საკმაოდ წარმატებული გამოდგა და შემქმნელებს 2017 წელს $854 მილიონი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ ვაიტიტი რაგნაროში თავადაც თამაშობს. ის ქვისკაცი კორგის როლს ასრულებს, რომელიც წარუმატებელი აჯანყების ლიდერია. მას შემდეგ უკვე ენდგეიმშიც ვხედავთ, ცნობილ სცენაში, სადაც ონლაინ თამაშში ნუბმასტერ69 უწმაწური ლექსიკით მიმართავს, ის კი დახმარებისთვის თორს მიმართავს. ჯერჯერობით უცნობია, თორის მეოთხე ფილმში ვიხილავთ თუ არა მას.

ფოტო: IMDb