დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, Rick and Morty-ის ახალი სეზონის 2 ფოტო გავრცელდა.

ფოტო: Adult Swim

რიკი უცხო პლანეტაზე, ოქროსფერი მცენარეების გარემოცვაში მისი პერსონისთვის შეუსაბამოდ ბედნიერად გამოიყურება.

ფოტო: Adult Swim

აქ კი რიკი რობო-ნიანგების დაჯგუფებას უპირისპირდება

ფანები რიკისა და მორტის ახალ თავგადასავლებს 2 წელზე მეტია ელოდებიან. სერიალის 70 ეპიზოდი უკვე წინასწარ არის დამტკიცებული.

Rick and Morty-ის მეოთხე სეზონის პრემიერა ტელეარხ Adult Swim-ზე 2019 წლის ნოემბერში იგეგმება