ტერა ბოტინს ბოტობის გამო დასაქმებაზე უარი უთხრეს, თუმცა ფინანსურ რჩევებს მაინც მოგვცემს
როგორი შეგრძნებაა, ფინანსური სექტორის გაუმჯობესება გინდოდეს, განათლება ჩიკაგოს ტექნოლოგიისა და ინოვაციის აკადემიაში გქონდეს მიღებული, IFA-ზე (Internation Fintech Award)-ზე ამომავალი ვარსკვლავის ტიტულს ფლობდე და მუშაობის დასაწყებად მაინცდამაინც რეალურად არსებობას გთხოვდნენ?
ეს მხოლოდ ტერა ბოტინმა იცის.
საკუთარ Facebook გვერდზე წარმატებული ფინანსისტი, ტერა ბოტინი წერს, რომ ვიდეო სივი რამდენიმე დამსაქმებელს გაუგზავნა, პასუხად კი უარი მიიღო იმ მიზეზით, რომ ბოტია.
თუ ვიდეოს მოუსმენთ, მიხვდებით, რა პრინციპით ხელმძღვანელობდნენ პოტენციური დამსაქმებლები, თუმცა, რაკი ციფრულ სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია, ტერა ბოტინმაც იპოვა საკუთარი ნიშა: ის ფინანსებით დაინტერესებულ ადამიანებს ტერა ბანკის სახელით დაეხმარება და იმასაც გვეტყვის, რატომ არასდროს გვაქვს თვის ბოლოს ფული.
ტერა ბოტინი, რომელიც საზოგადოების ერთ ნაწილს რეალური ფინანსისტი ეგონა, აღარ მალავს, რომ ბოტია. მისი შექმნის მიზანი ფინანსებთან რთული ურთიერთობის მქონე ადამიანების დახმარება და მათთვის იმ საბაზისო ცოდნის გადაცემაა, რომელსაც ცხოვრების გამარტივება შეუძლია. ეს ის სფეროა, რომელშიც ყველას გვჭირდება ექსპერტის რჩევების მოსმენა.
ტერა ბოტინის შექმნასა და გაცოცხლებაზე სააგენტო Leavingstone-მა იმუშავა. ჯერ რეალური ადამიანი შეარჩიეს, რომელმაც ჰუმანოიდი ბოტის გარეგნობა მოირგო, შემდეგ კი მისი პიროვნების შტრიხებიც სუფთა ფურცლიდან ააგეს. სხვათა შორის, სწორედ ასე ქმნიან ხოლმე პერსონაჟებს ფილმებსა და სერიალებში. შეიძლება, კადრში არასდროს გამოჩნდეს, მაგრამ შემქმნელმა მაინც უნდა იცოდეს, მისი პერსონაჟი ბავშვობაში მუხლებს თუ იტყავებდა ხოლმე, რა ფილმებს უყურებდა და რომელ საათზე იღვიძებდა. ასე გახდა ახალგაზრდა ფინანსისტი ნამდვილი ინფლუენსერი.
ტერა ბოტინს კარგად გამართული სოციალური მედიის არხებიც აქვს: Linkedin-ზე მოწესრიგებულად აქვს ჩამოწერილი საკუთარი მიღწევები (ზოგიერთებივით 3 წლისწინანდელი სამსახური კი არ უწერია), ინსტაგრამზე საუზმის სურათებს გვიზიარებს, ფეისბუქზე კი ჩვენს მოტივირებას ცდილობს. ბოტის კვალობაზეც კი შესაშურად დაუღლელია.
მართალია, საოფისე სამსახურისთვის დაიწუნეს, თუმცა წარუმატებლობა მხოლოდ ერთი ნაბიჯია მიზნისკენ გზაზე. როგორც პოსტებიდან ჩანს, ტერა ბოტინი ციფრული ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე შეუდარებელი იქნება: მისთვის მიწერით მარტივად გაარკვევთ, ყველაზე მეტი თანხა რაში გეხარჯებათ, რომელი თვე იყო თქვენთვის ფინანსურად ყველაზე წარმატებული და ნამდვილად გაქვთ თუ არა უახლესი სმარტფონის შესაძენად საკმარისი ფული.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ტერა ბოტინს წარმატება ვუსურვოთ ახალ სამუშაო პოზიციაზე. ადამიანებისთვის ფინანსური პასუხისმგებლობის სწავლება მარტივი საქმე არაა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები