დღეს უცხოეთში მოღვაწე კიდევ ერთ ქართველ ხელოვანზე მოგიყვებით, რომელსაც საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს.

მარიამ ბაწაშვილი 25 წლის პიანისტია, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს BBC რადიოს მიერ მომზადებულ მასალაში, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ახალი თაობის მუსიკოსი მოხვდა. ის აგვისტოში, Royal Albert Hall-ში კლარა შუმანის საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს.

მისი მუსიკალური სელექცია BBC Radio 3-სთვის ფრიც კრაისლერის სევდიანი მუსიკიდან რიჰარდ ვაგნერის შედარებით მარტივად მოსასმენ ნაწარმოებებამდე ვარირებს. აქ ასევე შეხვდებით ჰენდელს, როსინის, ჰაიდნს, ბელინის და ამონარიდს ჯუზეპე ვერდის ოპერიდან დონ კარლოსი.

მართალია, მარიამი თბილისში დაიბადა, თუმცა, მუსიკალური გამოცდილება ისეთ ორკესტრებთან ერთად მიიღო, როგორებიც არიან როტერდამის, ბრიუსელისა და ჰოლანდიის რადიოს ფილარმონიული ორკესტრები.

სულ ახლახანს ქართველი პიანისტი ისევ აღმოჩნდა BBС რადიო 3-ის ყურადღების ცენტრში, სადაც მან პიანისტის თვალით დანახული კლასიკური მუსიკის მრავალფეროვნების შესახებ ისაუბრა.