საქართველოში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა პარლამენტთან სოლიდარობის აქცია გამართეს
საქართველოში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა პარლამენტის შენობასთან სოლიდარობის აქცია გამართეს. მათი თქმით, ანტისაოკუპაციო აქციას მხარს უჭერენ და ღიად ამბობენ, რომ რუსეთი ოკუპანტია.
"ღიად ვაცხადებ, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს ოცი პროცენტი ოკუპირებულია. საქართველოს გარდა რუსეთმა მოახდინა უკრაინის ნაწილის ოკუპაციაც. მე თავისუფალ საქართველოს ვუჭერ მხარს. 2 წელია აქ ვცხოვრობ და თავს ვგრძნობ თავისუფლად. აქ არანაირი რუსოფობიური აქციები არ მიმდინარეობს. ხალხი იბრძვის თავისი უფლებებისთვის", — ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე რუსთავი 2-თან.
აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ბანერები: "დაიღალე პუტინით? გაატარე ზაფხული საქართველოში", "ჩვენ არ ვართ გავრილოვები", "პუტინი ოკუპანტია".
პარლამენტთან ანტიოკუპაციური აქცია #სირცხვილია უკვე 27-ე დღეა მიმდინარეობს. პროტესტი საქართველოში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტსა და პარლამენტის სავარძელში დაჯდომას მოჰყვა. ამის გასაპროტესტებლად პარლამენტთან აქცია გაიმართა, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 20-21 ივნისის ღამეს სპეცრაზმმა აქცია ძალის გადამეტებით დაშალა. შედეგად დაშავდა ასეულობით და დასახიჩრდა ათეულობით ადამიანი. მეორე დღიდან დემონსტრანტები შს მინისტრის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის გადაყენებას ითხოვენ, თუმცა ის გადადგომაზე უარს ამბობს, რასაც მმართველი გუნდიც უჭერს მხარს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები