თუ აქამდე ეს თქვენთვის არავის უთქვამთ, ჯობს ჩვენგან გაიგოთ, რომ ყურის გასაწმენდად ბამბიანი ჩხირის გამოყენება რეკომენდირებული არაა. ინგლისი 2020 წლის აპრილიდან მათ აკრძალვასაც კი გეგმავს.

ე.წ. ყურის ჩხირები ყურში არსებულ გოგირდს უფრო სიღრმეში წევენ, იგივეს აკეთებს ყურსასმენი. ამის გარდა, ჩარჩენილი უცხო ქსოვილი გოგირდის გამრავლებას იწვევს.

დაგუბებული ყურების გასაწმენდად ნემსის გამოყენებაც აკრძალულია და ჯანმრთელობის სპეციალისტები იმასაც კი ამბობენ, რომ ყურში ნემსის საშუალებით წყლის შეშვება საფრთხისშემცველია, რადგან გამოუცდელმა ადამიანმა, შესაძლოა, წყლის შეშვებისას მისი წნევა ვერ განსაზღვროს.

ოტორინოლარინგოლოგები (ყელ-ყურ-ცხვირის ექიმები) არც გამორეცხვის მეთოდის მომხრეები არიან და რეკომენდაციას მხოლოდ შემწოვ მინი-მოწყობილობებს უწევენ, რომლებსაც რეზინის მილი აქვთ. მისი ერთჯერადად გამოყენება ინგლისში 40 გირვანქა სტერლინგი ჯდება. ამის გარდა, არსებობს სპეციალური ყურის სპრეი, რომლის მას ზედმეტი გოგირდისგან ასუფთავებს.

ყურში ხანდახან ზეთსაც ისხამენ გოგირდის გასადნობად, თუმცა ამ შემთხვევამ შესაძლოა ექიმის კარამდე მიგიყვანოთ. ზეთოვანი გოგირდი მთლიანად ბლოკავს ყურს და ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს წყლის ქვეშ ხართ და დაგუბებული ხმები გესმით.

მაშინ რა ვქნათ? ყურების გასუფთავება ყველა ჰიგიენური ადამიანისთვის პრიორიტეტია, თუმცა გოგირდს ყურში ფუნქცია აქვს — ის მას იცავს სოკოსგან და სხვადასხვა მწერებისგან, გარდა ამისა, წყალგამძლე და ანტიბაქტერიულია.

ახლა კი მთავარისთვის მოემზადეთ:

ყურს თავისი მიდამოების გაწმენდა თავად შეუძლია: ყბის თითოეულ გამოძრავებაზე, ყურის შიგნით არსებული კანი მოძრაობს და ის გარეთ აგდებს ჭარბი რაოდენობით არსებულ გოგირდს.

სპეციალისტები იმასაც კი ამბობენ, რომ საუკეთესო რჩევა, რაც შეუძლიათ მოგვცენ ისაა, რომ ყურებს თავი დავანებოთ და ბუნებრივად გაწმენდის საშუალება მივცეთ. თუ კითხვები გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ ექიმს მიაკითხოთ.