40 ათმეტრიანი მწვანე ავტობუსი, რომელიც თბილისში 3 მაისს უნდა ჩამოეყვანათ ამ დრომდე არ არის. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ თეგეტა თრაქ ენდ ბასთან ხელშეკრულება 2018 წლის 3 აგვისტოს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, 90-ვე ავტობუსი ცხრა თვეში, 2019 წლის 3 მაისამდე უნდა შემოსულიყო. კომპანიამ ავტობუსების ჩამოყვანა 74 დღე დააგვიანა. ამ ეტაპზე უცნობია, როდის ჩამოვა დარჩენილი 40 ავტობუსი თბილისში.

ხელშეკრულების მიხედვით, ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოსაყვანი ავტობუსების ღირებულების 0,2 პროცენტია. 40 ავტობუსზე დღიურად ჯარიმა 40 ათასი ლარია. ამ დრომდე (74 დღე) ჯარიმის მოცულობა 2,96 მილიონი გახდა.