2016 წლის ჰიტის La La Land-ის რეჟისორი დემიენ შაზელი ახალ ფილმზე მუშაობს, სადაც მოქმედება 1920-იანი წლების ამერიკაში ხდება.

პროექტის სახელია Babylon და მან სხვადასხვა სტუდიები Lionsgate, Paramount და Netflix მყისიერად დააინტერესა. ფილმში მოქმედება იმ პერიოდში ხდება, როდესაც მუნჯ კინოს ხმოვანი ანაცვლებს, ვარსკვლავების აღზევება და დაცემა კი ერთმანეთს ენაცვლება.

ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი ოციანი წლების სექს სიმბოლო კლარა ბოუ იქნება, რომელსაც განსაკუთრებული წარმატება 1927 წელს გადაღებულმა ფილმმა It მოუტანა. ამ ფილმის შემდეგ მას It გოგონაც კი შეარქვეს.

ამ როლზე La La Land-ის ვარსკვლავი და ოსკაროსანი ემა სტოუნი მოიაზრება, შემქმნელებს ასევე უნდათ, რომ ფილმში ბრედ პიტმაც მიიღოს მონაწილეობა, თუმცა ამ ეტაპზე არცერთ მსახიობთან ოფიციალური შეთანხმება ჯერ არ დადებულა.