რ2-ის 9%-იანი წილის მფლობელი გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით უჩივის
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა გენერალურ პროკურატურაში ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ნინო ნიჟარაძე ტელეკომპანიის დირექტორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიების დაწყებას ითხოვს.
"ნინო ნიჟარაძე 2014 წლიდან ფლობს წილს რუსთავი 2-ში და 2014 წლიდან არ მიუღია დივიდენდი, შემოსავალი. მეტსაც გეტყვით, ყურადღება მისი მისამართით არ ყოფილა. ის ითხოვდა წილის გასხვისებას, თუმცა ამის ნებართვა არ მიეცა. პარტნიორების უფლებები ისე გამოიყენეს, რომ მან აღნიშნული თანხებით იზარალა. ეს არის პირველი მიზეზი, რის გამოც მივმართავთ საქართველოს პროკურატურას", — განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.
მისივე თქმით, ნიკა გვარამიამ მიიღო ისეთი ფინანსური გადაწყვეტილებები, რომელმაც ზიანი მიაყენა კომპანია რუსთავი 2-ს. ის გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ითხოვს.
"საუბარია 220-ე მუხლზე, რაც გულისხმობს კომპანიის ხელმძღვანელი პირის მიერ საზოგადოებისთვის საზიანოდ მოქმედებას, რასაც თავისთვისა და სხვისთვის უპირატესობის გამოყენება და გამორჩენა მოჰყვა. ასევე, 182 მუხლი, რომელიც გულისხმობს მითვისებასა და გაფლანგვას. სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე პრიმა მუხლი, რომელიც გულისხმობს უფლებამოსილების იმგვარად ბოროტად გამოყენებას, რომელსაც მოჰყვა ქონების გადამალვა", — განმარტა ადვოკატმა.
მან ყურადღება გაამახვილა რუსთავი 2-ის ურთიერთობაზე სარეკლამო კომპანია ინტერმედიასთან. მან თქვა, რომ ფინანსური დოკუმენტების ნაწილის შესწავლიდან სავარაუდო ფინანსური დარღვევები გამოიკვეთა.
"იმ პერიოდში, როცა რუსთავი 2-ს საოპერაციო ხარჯები გაეზარდა და პირიქით, საჭირო იყო რეკლამიდან უფრო მეტი შემოსავლების ინტეგრირება, კომპანიის ხელმძღვანელმა ფიქსირებულ, მოჭრილ შემოსავალზე გაუფორმა კონტრაქტი ინტერმედიას. ეს განახორციელა მაშინ, როცა ინტერმედიასგან მეტი შემოსავლები შემოდიოდა და კონტრაქტი დაბალ თანხაზე გააფორმა. გაუგებარია, რატომ გაფორმდა წამგებიანი ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ინტერმედიას შემოსავლები იყო დამალული რუსთავი 2-ისთვის, პარტნიორებისთვის, კომპანია წარუდგენდა ბიუჯეტის გეგმას და ინტერმედია რიცხავდა თანხას, რაც გაუგებარია", — განაცხადა ადვოკატმა.
მას აქვს ეჭვი, რომ გარკვეული თანხების გადაქაჩვა სხვა სატელევიზიო კომპანიაში ხდება.
"ჩვენს მიერ განცხადებაში ჩამოყალიბებულია ის პოზიციები და ფაქტები, რაც კომპანიას სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებით ჰქონდა. ვითხოვთ, ის საზიანო გარიგებები, რომელიც დაიდო, თავისი თუ სხვისთვის უპირატესობის გამოჩენის მიზნით, შეისწავლონ", — თქვა ადვოკატმა.
ნინო ნიჟარაძემ პარტნიორთა კრებაზე ნიკა გვარამიას გადადგომაც მოითხოვა. ნიჟარაძის მხარე დირექტორის გადადგომის ერთ-ერთ არგუმენტად ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას ასახელებდა. კენჭისყრაზე კი ამ მოთხოვნას თავად 9%-იანი წილის მფლობელის გარდა არავინ დაეთანხმა.
კომპანიის 9-პროცენტის წილის მფლობელმა მაისის თვეში სარჩელი ასევე აღძრა რუსთავი 2-ის, არხის პარტნიორების ლევან და ყარამანაშვილების, შპს ტელეკომპანია საქართველოს, არხის დირექტორის ნიკა გვარამიას და შპს ინტერმედიის წინააღმდეგ. საქართველოს ახალგაზრდა იურისთან ასოციაციამ რუსთავი 2-ის პარტნიორის, ნინო ნიჟარაძის სარჩელი შეისწავლა და დაადგინა, რომ სასამართლომ საქმე ერთ ნაწილში უნდა შეწყვიტოს, ხოლო მეორე ნაწილში ნინო ნიჟარაძე არასათანადო მოსარჩელეა.
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები