თუ გცხელათ და არ იცით, როგორ უნდა გაგრილდეთ, მაშინ, დიდი შანსია, რომ ჩვენი დღევანდელი გმირის, ალასკელი ლოსის პრაქტიკა თქვენც გამოგადგეთ.

გავირუსებულ ვიდეოში ვეებერთელა ცხოველს ვხედავთ, რომელიც ეზოს სარწყავ მოწყობილობასთანაა მოკალათებული და წყლის ყოველ მომდევნო გამაგრილებელ ჭავს დიდი მოთმინებით ელოდება.

აი, სახალისო ვიდეოც:

ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, რომ ლოსი დიდი ხანი დადიოდა ერთი ეზოდან მეორეში, ბოლოს კი მისთვის ყველაზე კომფორტული ადგილი მოძებნა და გრილ ჭავლში გახვეულს, იქიდან ფეხი აღარ მოუცვლია.