ელვის პრესლის ცხოვრებაზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ, სადაც მთავარ როლს მსახიობი ოსტინ ბატლერი ითამაშებს. როგორც ცნობილია, ფილმში ტომ ჰენკსიც მიიღებს მონაწილეობას და ელვისის მენეჯერის - რომ პარკერის როლს მოირგებს, რომელიც მომღერლის ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს აკონტროლებდა.

ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი ბაზ ლურმანია, მასთან ერთად ფილმის წარმოებაზე მისი მეუღლე ქეთრინ მარტინი იმუშვებს. მათ ამ პროექტზე მას შემდეგ დაიწყეს მუშაობა, რაც ლუჰერმენმა წინა ფილმზე Great Gatsby-ზე დაასრულა მუშაობა.

ვიცოდი, რომ ამ ფილმს ვერ გადავიღებდი, თუ სამსახიობო გუნდი იდეალურად არ იქნებოდა შერჩეული. ვეძებდით მსახიობს, რომელიც შეძლებდა ბუნებრივად გაემეორებინა შეუდარებელი ვარსვლავის მოძრაობები და ხმის ხარისხი, ამ ყველაფერთან ერთად კი არტისტის შინაგანი დაუცველობაც. კასტინგის პროცესში ძალიან ბევრ ტალანტს შევხვდით, რაც ჩემთვის დიდი პატივი იყო. ოსტინ ბატლერის შესახებ გაგონილი მქონდა, ვიცოდი, რომ დენზელ ვაშინგტონთან ერთად თამაშობდა ბროდვეიზე The Iceman Cometh-ში. ეკრანზე ტესტირების, პერფორმანს და მუსიკალური ვორქშოპების მერე, ერთმნიშვნელოვნად ვიცოდი, რომ ვიპოვე ადამიანი, რომელიც შეძლებდა გაეცოცხლებინა მსოფლიოს ერთ-ერთი იკონური მუსიკალური ფიგურის სული

თქვა რეჟისორმა.

ფილმისთვის სცენარი ლურმანმა კრეიგ პირსთან ერთად დაწერა, რომელთან ერთადაც The Great Gatsby-სა და Moulin Rouge-ზე იმუშავა.