კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ცნობით, საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს. ამ საკითხზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ბრიფინგიც ჩაინიშნა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტ 2021-ის ქვეჯგუფის მასპინძლობის სურვილი ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობასთან 2017 წლის ოქტომბერში დააფიქსირა.

დღეს, მიუნხენში მდებარე ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში 2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა დასახელდა. ტურნირის მასპინძლობის სურვილის მქონე შვიდი ქვეყანა იყო – საქართველო, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია და სლოვენია. გამარჯვებულ ოთხ ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა. ჩვენი ქვეყნის გარდა. 2021 წელს ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებენ ჩეხეთი, გერმანია და იტალია.