ცხელი ზაფხულის დადგომისას ადამიანების უმეტესობა ცდილობს შაბათ-კვირა ზღვაზე გაატაროს. 5 საათიანი მგზავრობა ხშირ შემთხვევაში მოსაწყენია, სწორედ ამიტომ ვეცდებით შემოგთავაზოთ ისეთი მინისერიალები, რომლებსაც შეგიძლიათ დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე უყუროთ.

Chernobyl

ჩერნობილი 1986 წლის 26 აპრილს მომხდარ ბირთვულ კატასტროფაზე მოგვითხრობს, რომელიც თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ სერიალი, მაშინ ნუღარ გადადებთ.

ჩერნობილი: უგუნური ბიუროკრატია ცოდნის პირისპირ

The Hot Zone

ცხელი ზონა ამერიკული დრამაა, რომელიც რიჩარდ პრესტონის 1994 წელს გამოსული ამავე სახელწოდების არამხატვრული წიგნის მიხედვით არის გადაღებული. მკვლევარი ნენსი ჯააქსი ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის მუშაობს. ის გასაიდუმლოებული გუნდის წევრია, რომელიც ცდილობს ებოლას მოსალოდნელი ეპიდემია თავიდან აირიდოს.

Love, Death & Robots

ნეტფლიქსი ერთმანეთისგან დამოუკიდებელ 18 ამბავს გვთავაზობს, რომლებიც ძალიან განსხვავდება, როგორც შინაარსობრივად, ისე ჟანრულად და ვიზუალურად. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი დევიდ ფინჩერია.

რატომ უნდა უყუროთ სერიალს Love, Death & Robots

When They See Us

სერიალი 5 თინეიჯერის დრამატულ ისტორიაზეა, რომლებიც 20 წლის წინ უსამართლოდ დაიჭირეს, ბრალი კი ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში მორბენალი ქალის ჯგუფური გაუპატიურებისთვის წაუყენეს.

სერიალმა საკმაოდ უარყოფითი რეაქციები გამოიწვია ლინდა ფეირსტეინის, ნიუ იორკის ყოფილი პროკურორის მიმართ, რომელიც საქმეში "Central Park Five" ბრალდების მხარეს წარმოადგენდა.

ფეირსტეინმა ვასარის კოლეჯსა და მსხვერპლთა დახმარების ორგანიზაციაში Safe Horizon თანამდებობები დატოვა. ასევე, მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა დიდი ხნის პარტნიორმა გამომცემლობამ Penguin Books-მა და კოლუმბიის სამართლის სკოლამ, სადაც ის ლექტორად მუშაობდა.

Good Omens

სიუჟეტი აპოკალიფსურ სამყაროში ვითარდება, როდესაც კაცობრიობას უდიდესი სამსჯავრო ელის და ყველაფერი ისე მიმდინარეობს, როგორც ეს ბიბლიაშია აღწერილი. თუმცა, ბიბლიური სიუჟეტის განვითარებას ხელს ერთი ანგელოზი და დემონი უშლიან.


Thirteen

BBC Two-ს ეს მინისერიალი სერიალი 26 წლის აივი მოქსემზეა, რომელიც ერთ დღეს, ერთი ჩეულებრივი სახლიდან ქუჩაში გამოიქცევა. ის 2003 წელს მოიტაცეს და მას შემდეგ 13 წელი არავის უნახავს. მას ოჯახთან, ახალ გარემოსთან და გარემოებებთან უწევს ადაპტირება.


Manhunt

სამ ნაწილიან კრიმინალურ დეტექტივში მოვლენებს პოლიციის პერსპექტივიდან ვხედავთ. ისინი ცდილობენ რამდენიმე მკვლელობის და თავდასხმის ფაქტი გახსნან. სერიალი მშთამბეჭდავ ექშენს გვთავაზობს, თუმცა, ამავდროულად საკმაოდ მძიმე ამბებს ასახავს, რომლებიც რეალურ მოვლენებს ეყრდნობა.