პრეზიდენტმა დაგვცინა, გახდა აგრესიული და გადავიდა შეურაცხყოფაზე — ქართველი სტუდენტი გერმანიაში
ქართველი სტუდენტი, გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ გერმანიის ქალაქ მიუნხენში ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი აგრესიული გახდა და მათი შეურაცხყოფა დაიწყო. როგორც რუსთავი 2-ს უყვება, პრეზიდენტს მათ მიერ დასმული კრიტიკული შეკითხვები არ მოეწონა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს.
ხიმშიაშვილი ტელეკომპანიასთან ყვება, რომ თავიდან ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, სანამ კითხვები სპორტსა და განათლებას ეხებოდა, თუმცა შემდეგ ვითარება დაიძაბა. სტუდენტის თქმით, ისინი საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს შეეხნენ, რამაც ზურაბიშვილის ხისტი რეაქცია გამოიწვია.
"ჩემს მეგობრებს მიმართ, რომ ისინი ნაციონალური მოძრაობიდან იყვნენ და ა.შ. რაღაც უაზრო განცხადებებს აკეთებდა, უწიგნურები გვიწოდა და კომიკური ვითარება შეიქმნა. თვით პრეზიდენტსაც კი არ აცდიდნენ ლაპარაკს, რომ გაეცა ჩვენთვის პასუხი. თქვენ მყისიერი რეაქცია მოახდინეთ გაბუნიას განცხადებაზე, სადაც მან შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იბადება ლეგიტიმური კითხვა, ხომ არ არის საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი ნებსით, თუ უნებლიეთ რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მხარდამჭერი და განმახორციელებელი საქართველოში.
ეს კითხვა დავუსვი, მან მიპასუხა, რომ ის არის, ანუ ირონიულად, ანუ დაგვცინა, მე პირადად დამცინა ამ კითხვის გამო და მითხრა, რომ ის იყო გამავრცელებელი რუსეთის პოლიტიკის, დამეთანხმა, მაგრამ ირონიულად. გახდა ძალიან აგრესიული და გადავიდა შეურაცხყოფაზე. ამან ჩვენ შოკში ჩაგვაგდო, იმიტომ, რომ პრეზიდენტისგან ასეთი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ ძალიან შემაშფოთებელია", — ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.
გარდა ამისა შეხვედრის დაწყებისას თეოლოგმა მირიან გამრეკელაშვილმა და გიორგი ხიმშიაშვილმა 20 ივნისის აქციის დაშლა სიმბოლურად გააპროტესტეს. მათ მარჯვენა თვალზე ხელი აიფარეს. ამ სიმბოლური ჟესტის პარალელურად, ფოტოზე ჩანს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები