FaceApp — აპლიკაცია, რომელიც 10 წამში დაგაბერებთ, რუსეთში შეიქმნა
დღეს დილით ფეისბუქში შემოსულებს აუცილებლად დაგხვდებოდათ თქვენი მეგობრების ფოტოები, რომლებშიც 40-50 წელი აქვთ მომატებული. ნუ ინერვიულებთ, სანამ შაბათ-კვირას სამყაროსგან ისვენებდით, დროის მანქანა არ გამოუგონებიათ, თქვენი მეგობრები აპლიკაციას იყენებენ, სახელად FaceApp-ს.
როგორც TechCrunch ორი წლის წინ წერდა, აპლიკაცია რუსეთის ქალაქ სანტ-პეტერბურგში დეველოპერების პატარა გუნდმა შექმნა. მისი მფლობელი და დამფინანსებელი Yandex-ის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, იაროსლავ გონჩაროვია.
FaceApp პირველად 2017 წელს გავირუსდა, თუმცა განახლებების შემდეგ ის უფრო ბუნებრივი გახდა და კიდევ ერთხელ მიიპყრო მომხმარებლების ყურადღება. აპლიკაცია ნაწილობრივ ფასიანია, თუმცა ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს აბერებს და აახალგაზრდავებს უფასოა. მისი საშუალებით შეიძლება ასევე თმის ფერის, ვარცხნილობის, გამომეტყველებისა და სქესის შეცვლა.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც App Store-ზე, ისე Google Play-ზე. აპლიკაცია ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და მომხმარებლების სახეებს სხვადასხვა ფილტრების დახმარებით საკმაოდ რეალისტურად უცვლის გარეგნობას.
აპლიკაცია App Store-ზე 227 ათასჯერ შეაფასეს და მისი რეიტინგი 4,7-ია.
iPhone-ზე დაინსტალირების შემდეგ, ის პირველ რიგში შეტყობინებების მიღების ჩართვას გთხოვთ, რაზეც შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ. ამის შემდეგ, აპლიკაციის ფუნქციების გამოსაყენებლად ის ფოტო-გალერეის ნახვას ითხოვს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოყენებისას სურათის/სელფის გადაღება გსურთ, აპლიკაციას წვდომა უნდა მისცეთ კამერაზე.
FaceApp-ის უსაფრთხოების პოლიტიკა სხვა აპლიკაციებისგან დიდად განსხვავებული არაა. სერვისის გამოყენებისას მომხმარებელი თავად ირჩევს, ეთანხმება თუ არა საკუთარ კონტენტზე წვდომის გაზიარებას.
FaceApp აგროვებს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა ფოტოები და სხვა მასალები, მაგალითად ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც შესაძლოა განახლებებზე მიიღოთ ინფორმაცია:
"ჩვენ ვიყენებთ გარეშე ანალიზის ინსტრუმენტებს ტრაფიკისა და ტრენდების შესამოწმებლად. ეს ინსტრუმენტები აგროვებენ ინფორმაციას, რომელიც თქვენი მოწყობილობიდან მოგვაწოდეთ, მათ შორის რომელ ვებგვერდებს სტუმრობთ. ჩვენ სხვადასხვა მომხმარებლისგან ინფორმაციას ერთად ვაგროვებთ, შესაბამისად, ბაზაში კონკრეტული მომხმარებლის ვინაობის დადგენა არ ხდება".
აპლიკაცია უფლებას იტოვებს სთხოვოს რეკლამის განმთავსებლებს ან სხვა პარტნიორებს, რომ თქვენს მობილურში რელევანტური რეკლამები წარმოგიდგინოთ, აპლიკაცია ამისთვის ქუქის და სხვა ტექნოლოგიებს იყენებს, რომლებიც მესამე პირსაც შესაძლოა ეკუთვნოდეს.
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
კომენტარები