იუნივერსალ ფიქჩერსი ახალი ფილმის The Hunt-ის ტრეილერს ავრცელებს, რომლის პრემიერაც 27 სექტემბერს არის დაგეგმილი. ახალი ჰორორი დისტოპიურ რეალობას გვთავაზობს, სადაც ადამიანებზე ნადირობა შესაძლებელია და გასართობი სპორტის სახეობად არის ქცეული.

12 უცხო ადამიანი ტყეში ღია სივრცეში იღვიძებს, მათ არ იციან სად არიან და როგორ აღმოჩნდნნენ იქ. არც ის იციან, რომ სპეციალური მიზეზით შეირჩნენ - მათზე უნდა ინადირონ.

გლობალისტი ელიტების ჯგუფი ადამიანებზე სანადიროდ პირველად იკრიბება, თუმცა მათი გეგმა განწირულია ჩაშლისთვის. ერთ-ერთი მსხვერპლი - კრისტალი ნადირობაში იმაზე კარგად ერკვევა, ვიდრე ისინი, ვინც მასზე აპირებს ნადირობას. ის სიტუაციას რადიკალურად ცვლის, მონადირეები თამაშს რიგ-რიგობით ეთიშებიან. კრისტალი კი ნელნელა მისტერიული ქალისკენ მიიწევს, რომელიც ამ ყველაფრის სათავეში დგას.

ტრეილერი ჩვეულებრივ სარეკლამო რგოლს ჰგავს, თუმცა ყურადღება დეტალებს უნდა მიაქციოთ.