ხაშურის საკრებულოში პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა, ალექსანდრე სიმონიშვილმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მისამართით შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი კომენტარი დაწერა. სიმონიშვილმა ეს TV4-ის მასალაზე დააკომენტარა, რომელიც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს, ლევან ონიანს ეხებოდა. ონიანმა "ინგაზე" სექსისტური კომენტარი დაწერა, შემდეგ კი ბოდიში მოიხადა.

"ინგა გრიგოლია არის ძ*კნა და ქვეყნის მტერი!!! ხაშურის რაიონის საკრებულოს წევრი ვარ !!! გავიმეორებ ათასჯერ", — დაწერა სიმონიშვილმა.

ფოტო: სქრინი Facebook-იდან

On.ge-მ სიმონიშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მან ჯერ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, მოგვიანებით კი ტელეფონი გამორთო.

TV პირველის ეთერში გადაცემა რეაქციის გასვლის შემდეგ გრიგოლიას მისამართით დაწერი პოსტზე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა "ინგაზე" სექსისტური, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა. მისი თქმით, ეს კომენტარი სხვა ინგას მისამართით იყო. ონიანმა გუშინ, 14 ივლისს ბოდიში მოიხადა.