შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით-გარეჯის ტერიტორიაზე, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთზე მშვიდი ვითარებაა. ასე გამოეხმაურა უწყება ფეისბუქით გავრცელებულ ინფორმაციას და შესაძლო ინციდენტთან დაკავშირებით სხვა დეტალების შესახებ არ ისაუბრა.

დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე დაიძაბა. აპრილში სამონასტრო კომპლექსთან გზა გადაკეტილი იყო ოთხი დღის განმავლობაში, თუმცა შემდგომში გაიხსნა.

23 მაისს ადგილობრივმა გიდმა ზვიად ანანიაშვილი ფეისბუქზე ფოტოები გაავრცელა, სადაც წერდა, რომ დავით გარეჯში ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანის მხარეს გზა გაჰყავს. პარალელურად, 23-24 მაისს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა იმართებოდა ბაქო. მაშინ საგარეო უწყებამ განმარტა, რომ სამუშაოები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

25 მაისს უწყებამ განმარტა, რომ სადელიმიტაციო კომისიის სხდომაზე ყველა შეუთანხმებელი მონაკვეთი განიხილეს. სხდომის შედეგების თანახმად, მხარეები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების ერთობლივად დაათვალიერებენ. გარდა ამისა, ისინი მომავალ შეხვედრასაც გამართავენ, რომლიც თარიღიც ჯერ შეთანხმებული არ არის.