სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაამარცხა და უიმბლდონის ტურნირი მეხუთედ მოიგო ანგარიშით: 7-6 (7-5); 1-6; 7-6 (7-4); 4-6; 13-12e (7-3). ჯოკოვიჩისთვის ეს დიდი სლემის მეთექვსმეტე ტიტულია.

დაძაბული მატჩი ორ ლეგენდარულ ჩოგბურთელს შორის თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა.

"წარმოუდგენელია", — განაცხადა ჯოკოვიჩმა მოგების შემდეგ. როჯერ ფედერერმა კი თავის მეტოქეს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს იყო ხანგრძლივი და დიდებული მატჩი.