რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე "ინგაზე" სექსისტური კომენტარის გამო ბოდიშს იხდის
რუსთავის საკრებულოს თავჯდომარე, ლევან ონიანი "ინგაზე" შეურაცხმყოფელი და სექსისტური კომენტარის გამო ბოდიშს იხდის. გარდა ამისა, მან ბოდიში მოუხადა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასაც, თუმცა ირწმუნება, რომ სხვა ინგას გულისხმობდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობრული ხუმრობა მის ადრესატს საერთოდ არ სწყენია, პირველ რიგში მას ვუხდი ბოდიშს, შექმნილი უხერხულობისთვის. ბოდიშს ვუხდი ჩემს კოლეგებს პარტია ქართული ოცნებიდან, რომლის იმიჯსაც შეეხო ეს აჟიოტაჟი", — წერს საკრებულოს თავმჯდომარე.
თავის პოსტში ლევან ონიანმა ქართული ოცნების მიღწევებსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ პარტიამ დააყენა "საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე".
"ჰოდა რახან ხანდახან შეცდომებს ვუშვებთ, ქალბატონო ინგა გრიგოლია, ბოდიშს გიხდით თუკი ჩემი დაწერილი კომენტარი საკუთარ შეურაცხყოფად და დისკრიმინაციად მიიღეთ. ბოდიშს გიხდით რადგან პატივს ვცემ ჟურნალისტის პროფესიას და ამაში ჩემი მეგობარი ჟურნალისტები დამეთანხმებიან. ბოდიშს გიხდით როგორც ქალს, რადგან როგორც მამაკაცი, ქალისათვის ბოდიშის მოხდაში ვერაფერს დამამცირებელს ვერ ვხედავ... და აქვე ბოდიშს ვუხდი ჩემს მეუღლეს, რომელიც ამ თვეში კიდევ ერთხელ გახდება დედა და ბოლო დღეებია ჩემს გამო ისმენს უამრავ ლანძღვას და გინებას... იმედს ვიტოვებ, ჩვენს შვილებს ისეთ ქვეყანაში მოუწევთ ცხოვრება, სადაც ადამიანები ერთმანეთს არ უპირისპირდებიან, სადაც მეგობრული მიმოწერები პოლიტიკური სპეკულირების საგანი არ ხდება და სადაც ყველამ იცის თავისი ფუნქცია და ადგილი", — წერს საკრებულოს თავმჯდომარე ფეისბუქზე.
ფაისბუქპოსტი, რომელზეც ონიანმა დააკომენტარა "ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის" ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მისამართით იყო დაწერილი. ონიანმა თქვა, რომ ეს კომენტარი სხვა ინგაზე დაწერა.
11 ივლისს TV პირველის გადაცემა რეაქციის სტუმარი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია იყო. გადაცემა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიჰყავს.
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
კომენტარები