ვინ იყო გენიოსი, რომელიც კურტ ვონეგუტის რომანში აღმოჩნდა
ირვინ ლენგმიური ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა და შემთხვევით ქარიშხალი დაატრიალა.
მეცნიერებზე, მათ ცხოვრებასა და ნამოღვაწარზე უამრავი წიგნი დაწერილა. მაგრამ მათგან ძალიან ცოტა თუ მოხვედრილა მხატვრულ ნაწარმოებში, სადაც მეცნიერის იდენტობა გამოგონილი სახელითა და შეთხზული ბიოგრაფიული თუ პერსონალური დეტალებითაა შენიღბული, მაგრამ, ამის მიუხედავად, მისი ნამდვილი ვინაობის ამოცნობა მაინც შესაძლებელია.
კურტ ვონეგუტის 1963 წლის რომანი, სარწეველა ფისოსათვის, მოგვითხრობს კაცზე, რომელსაც ფელიქს ჰონიკერი ჰქვია. ფელიქსი გენიალური მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ატომური ბომბის შექმნის თანამონაწილე და ყველა იმ გონებაგაფანტული პროფესორის ტიპური განსახიერებაა, დასავლურ კულტურებში განსაკუთრებული პოპულარობით რომ სარგებლობს.
ის ასევე ყინული 9-ის შემქნელია - ესაა ელემენტი, რომელსაც სამყაროს განადგურება მისი გაყინვით შეუძლია.
თუკი ჰონიკერის ამბის ფანტასტიკურ ელემენტებზე თვალს დავხუჭავთ, აღმოვაჩენთ ნამდვილ მეცნიერს, ირვინგ ლენგმიურს, რომელიც მრავალხმრივად ექსტრაორდინალური გახლდათ - ზუსტად ისე, როგორც მისი მხატვრული ორეული.
ლენგმიური 1881 წლის 31 იანვარს ბრუკლინში, ნიუ-იორკში დაიბადა. 1909 წელს მან მშობლიურ ქალაქში არსებული კომპანიის, General Electric-ის კვლევების ლაბორატორიაში დაიწყო მუშაობა, სადაც გაუმჯობესებული ელექტრული ნათურის შექმნა დაევალა.
მან და მისმა კოლეგამ, ლევი ტონკსმა, აღმოაჩინეს, რომ ვოლფრამის ძაფის ეფექტიანობის გაზრდა ნათურის შუშის ინერტული გაზით, არგონით ავსებით იყო შესაძლებელი. ისინი ასევე მიხვდნენ, რომ ძაფის დაგრეხა მის ქმედითობას აუმჯობესებდა. ეს გავარვარებული ნათურის ევოლუციაში მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენდა.
ამის მერე ლენგმიურმა ვოლფრამის შესწავლა ვაკუუმსა და სხვადასხვა გაზის გარემოცვაში განაგრძო. ის, ამასთან, ცხელი ვოლფრამიდან დამუხტული ნაწილაკების ემისიას აკვირდებოდა (ამ პროცესს თერმოელექტრული ემისია ეწოდება). ის იყო ერთ-ერთი პირველი მეცნიერი, რომელმაც პლაზმებთან დაიწყო მოშაობა და პირველი, რომელმაც ამ იონიზებულ გაზებს ეს სახელი უწოდა, რადგან ისინი მას სისხლის პლაზმას აგონებდა.
ლენგმიურმა განავითარა რამდენიმე ცნება და ხელსაწყო, რომლებიც დღეს ფართოდ გამოიყენება პლაზმურ ფიზიკაში. მან ასევე აღმოაჩინა ატომური წყალბადი, რომელიც შედუღაბების პროცესის გამოგონებით გამოიყენა, შედეგად კი პირველი შედუღაბებული პლაზმა მიიღო. პლაზმური შედუღების საფუძველზე მოგვიანებით უდნობი ელექტროდით შედუღების მეთოდი შეიმუშავეს.
1932 წელს ლენგმიურმა ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიიღო "თავისი აღმოჩენებისა და გამოკვლევებისთვის ზედაპირთა ქიმიაში".
სამეცნიერო კვლევების გარდა ლენგმიური დახელვნებული მოთხილამურე და მთასვლელი იყო. ალასკაში მის საპატივცემულოდ მთა ლენგმიურიც კი არსებობს.
ამავე დროს კურტ ვონეგუტის ძმა, ბერნანდი, ასევე სახელგანთქმული მეცნიერი იყო და ისიც General Electric-ში მუშაობდა. სწორედ აქ დაუახლოვდა ის პლაზმის კვლევაზე მომუშავე კოლეგას. კურტიც გარკვეული დროის განმავლობაში იმავე კორპორაციაში მუშაობდა საზოგადოებასთან ურთიერთობების განხრით.
ამასობაში ლენგმიური ამინდის კვლევით დაინტერესდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ის ამერიკულ ჯარში თვითმფრინავის ფრთებზე ყინულის მოკიდების საწინააღმდეგო მეთოდების შემუშავებაზე გადაერთო.
2017 წელს ჟურნალ The Atlantic-ში გამოქვეყნებულ სემ კინის სტატიაში, ქიმიკოსი, რომელსაც ეგონა, რომ ქარიშხლების მოთოკვა შეეძლო, აღწერილია, თუ როგორ შექმნა ლენგმიურმა იმდენად რევოლუციორი იდეის მონახაზი, რომ მისი სისრულეში მოსაყვანად ყველა სხვა პროექტი მიატოვა. ეს იდეა არა მხოლოდ წვიმის ხელოვნურად გამოწვევის ხერხების გაუმჯობესების იმედს იძლეოდა, არამედ ლენგმიურისთვის ქარიშხალთა გაკონტროლების სუპერძალის შეძენის პოტენციალს წარმოადგენდა.
სტატია მოგვითხრობს, როგორ შეუერთდა ლენგმიური 1947 წელს აშშ-ის სამხედრო პროექტ სირუსს: "პროექტ სირუსს რამდენიმე მიზანი ჰქონდა, რომელთა შორის გვალვების შესუსტებაც იყო. მაგრამ პროექტის დამფინანსებლებს ყველაზე მეტად ქარიშხლების, ბუნების ყველაზე დამანგრეველი შტორმების, განეიტრალება სურდათ". ლენგმიურმა ივარაუდა, რომ ქარიშხლის ვერცხლის იოდიდით დათესვა წარმოშობდა ყინულს და გამოათავისუფლებდა ინერტულ სითბოს, რომელიც ციკლონის თვალს გააფართოებდა და შტორმის დამანგრეველ ძალას შეამცირებდა.
1947 წლის 13 ოქტომბერს ზომიერი ქარიშხალი, სახელად ქინგი, მაიამს დაატყდა თავზე. რადგან, ერთი შეხედვით, ქარიშხალი უკვე სუსტდებოდა, სირუსის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ მეორე დღეს მისი დათესვა განეხორციელებინათ. მაგრამ შეწყვეტის ნაცვლად შტორმი გაძლიერდა და ჯორჯიას შტატის ქალაქ სავანასკენ გადაინაცვლა, რამაც $3 მილიონის ოდენობის ზარალი გამოიწვია და ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ლენგმიური 1957 წელს გარდაიცვალა, თუმცა პროექტმა სირუსმა - ახლა უკვე სტორმფიურის სახელით - არსებობა განაგრძო. მან ახალი დატვირთვა ვიეტნამის ომის დროს შეიძინა: იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ რეგიონის ყოველწლიური მუსონური წვიმები ვერცხლის იოდიდით დაეთესათ, რათა მტრის მოქმედება ყოველწლიურად რამდენიმე თვით აღეკვეთათ. ამ სქემას პროექტ პოპაის უწოდებდნენ, რომლის დევიზიც "ტალახი ომის ნაცვლად" იყო.
ამ მცდელობას ომის განვითარებაზე გავლენა არ მოუხდენია.
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვა"გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი "გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
კომენტარები