ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსეთში ტურიზმის რეკლამირებისთვის 13 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. საქართველოს ხელისუფლება რუსეთში მარკეტინგული ხარჯებს მუდმივად ზრდიდა, გამონაკლისი იყო 2017 წელი. ამის შესახებ საჯარო ინფორმაცია On.ge-მ ტურიზმის ადმინისტრაციიდან მიიღო.

მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ რუსეთში რეკლამისთვის გაწეული ხარჯის 45 პროცენტი 2018 წელზე მოდის. სწორედ გასულ წელს დახარჯა ხელისუფლებამ 2015-2018 წლებში ყველაზე ნაკლები თანხა სხვა ქვეყნებიდან ტურისტების მოსაზიდად. სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ წელს რუსეთში სარეკლამო ხარჯები არ ჰქონიათ.

21 ივნისს ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მიმართულებით რუსული ავიაკომპანიების ფრენები აკრძალა. "რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელშიც პუტინი აცხადებს, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის კომერციულებს დროებით ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა.

ამავე თემაზე: