შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ დავით გრიგორიანი, რომელიც ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, 20 ივნისის აქციის დაშლის დროს ტყვია თავში არ მოხვედრია. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"ვინ გაწვდით ამ ინფორმაციას. მას ტყვია თავში საერთოდ არ აქვს მოხვედრილი... დავით გრიგორიანს ტყვიით მიყენებული დაზიანება არ აქვს", — თქვა გახარიამ.

გრიგორიანის მკურნალი ექიმი, ლევან ბესელია On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მისი პაციენტი მძიმე, პრეკომატოზურ მდგომარეობაში.

— ნატყვიარი ეტყობოდა მის თავის ქალას?
— კი.
— ანუ ტყვიები ჰქონდა მოხვედრილი?
— ტყვია არ გვინახავს, რეალურად. ტყვია, როგორც ასეთი. ნატყვიარი... დაზიანება ეტყობოდა თავის ქალას, დაზუსტებით რომ გითხრათ, ვიდრე ტყვია. ტყვია, როგორც ასეთი, არ გვინახავს.
— ტყვია არ გინახავთ, თუმცა ნატყვიარი ეტყობოდა?
— დაზიანება ეტყობოდა თავის ქალას.
— ტყვიით რომ არ დაუზიანდა თავსი ქალა, ამის დასაბუთება მხოლოდ ის არის, რომ თავის ქალაში ტყვია არ ჰქონდა? ხო სწორად მივხვდი?
— ხო.