ზაფხულის კამპანიის ფარგლებში — გრინვეი ყველგანაა, გრძელდება შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

დღეს, 12 ივლისს სს გრინვეი საქართველოს სერვისცენტრს ქ. ფოთში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე, მალხაზ თორია, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვივნენ.

სტუმრებმა გრინვეი საქართველოს ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი დაათვალიერეს, გაეცნენ სამუშაო პროცესს და საქართველოს ავტოინდუსტრიაში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარეობა შეაფასეს.

სს გრინვეი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ებიტაშვილმა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს ზაფხულის კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული სტაჟირების პროგრამა გააცნო. სს გრინვეი საქართველოს მოსახლეობას 16 ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ორთვიან სტაჟირების პროგრამას სთავაზობს. პროგრამაში ჩართული სტაჟიორები ტექნიკური ინსპექტირების სერვისცენტრებში გაივლიან ორთვიან უფასო სტაჟირებას. ინტენსიური გადამზადების ფარგლებში სტაჟიორები შეისწავლიან ინსპექტირების ძირითად სტანდარტებსა და პრინციპებს. ასევე, მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ტექნიკური ინსპექტირების დარგში მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესახებ.

სს გრინვეი საქართველო ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში. კომპანიის 10 სერვისცენტრი თბილისშია განთავსებული, 16 კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ასევე, ისეთი ტერიტორიული ერთეულებისთვის, სადაც ტექნიკური ინსპექტირების მუდმივი ცენტრები არ არის, კომპანია გადასატან ტექინსპექტირების სადგურებს ფლობს.

სს გრინვეი საქართველოს პარტნიორია ესპანური ტექნიკური ინსპექტირების ბრენდი Applus, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებს. სწორედ, ესპანური გამოცდილების გათვალისწინებით მოეწყო ტექინსპექტირების ქსელი საქართველოში და გრინვეი მთელი საქართველოს მაშტაბით მომხმარებელს მაღალკვალიფიციურ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.

კომპანიამ დარგის განვითარებაში უკვე განახორციელა 53 მლნ ინვესტიცია და შექმნა 370 სამუშაო ადგილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში კი სს გრინვეი საქართველო ფლობს ორ სერვისცენტრს ქ. ფოთში და ქ. ხობში. რეგიონში განხორციელებულმა ინვესტიციამ შეადგინა დაახლოებით სამი მილიონი ლარი და შეიქმნა 11 ახალი სამუშაო ადგილი.

სტაჟირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ლინკზე: umartivesad.ge.