თუშეთი-ომალოს გზაზე, ჰესის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, შუა ხნის კაცს გულ-მკერდის დაზიანება აღენიშნებოდა და ადგილზე სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. 240-ე მუხლით ჩადენილი დანაშაული 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.