სინგაპურში ორმაგი ცისარტყელა გამოჩნდა და რაც მერე მოხდა თქვენ არ გაგაოცებთ, მთავარია, რომ იქაურები გაოცდნენ და მთელი სოციალური ქსელები, Facebook, Twitter, Instagram და კიდევ კაცმა არ იცის რომლები, ამ მოვლენის ფოტოებითა და ვიდეოებით გადაიჭედა.

მეორე ცისარტყელა მკრთალად ჩანს, მაგრამ მონდომებული და დაკვირვებული თვალი აუცილებლად შეამჩნევს.

ამ ვიდეოში კარგად ჩანს თუ როგორ "ეპიკურად" ადგას ცისარტყელა სინგაპურს.

ლამაზია, მაგრამ ჩვენი ცისარტყელები ჯობია!