ლეონარდო დიკაპრიო ნეიშენალ ჯეოგრაფიკის ეკო-დოკუმენტური ფილმის - Sea of Shadows-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერია. ფილმი გადაშენების პირას მყოფ Vaquita Porpoise-ზე გვიყვება, რომლის ფასიც ჩინურ შავ ბაზარზე $100 000 აღწევს.

სწორედ ამიტომ მექსიკურმა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა გადაწყვიტეს უკანონოდ დაეჭირათ ვეშაპისებრთა ოჯახის წარმომადგენლები და ჩინურ მაფიისთვის მიეყიდათ, რამაც კორტესის ზღვაში კრიზისი გამოიწვია. ფილმი მექსიკურ კარტელზე საუბარს არ ერიდება, აქედან გამომდინარე დიკაპრიოს კარტელი ამ მომენტისთვის ნომერ პირველ მტრად აღიქვამს.

ამ ეტაპზე გადაშენების პირას მყოფი ვაკიტას რაოდენობა 15-მდეა შემცირებული. Sea of Shadows გვაჩვენებს, თუ როგორ მუშაობენ საკონსერვაციო ჯგუფები, გამომძიებლები, ჟურნალისტები და მექსიკური საზღვაო ძალები გადასარჩენად. პარალელურად კი კრიმინალური დაჯგუფებების მოგერიება უწევთ.