ნეტფლიქსი ახალი სამეცნიერო ფანტასტიკას Another Life-ს გვთავაზობს, რომელიც 10 სერიისგან შედგება და პრემიერა 25 ივლისს არის დაგეგმილი. Another Life ფილმი Arrival-ისა და ტელეარხ Syfy-ს სერიალის Dark Matter-ის ნაზავს ჰგავს.

სერიალის მთავარი გმირი ნიკო ბრექინრიჯია, რომელიც უცხო პლანეტაზე გასაფრენი მისიის ლიდერად შეირჩა. ასეთი მისიის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც უცხო პლანეტელების ხომალდი დედამიწაზე დაჯდა. მთავარმა გმირმა უნდა დაადგინოს, საიდან მოვიდა ეს ხომალდი და მის შემქმნელთან პირველი კონტაქტი დაამყაროს. ტრეილერში ვხედავთ, თუ როგორ ემშვიდობება საყვარელ ადამიანებს და ჰპირდება, რომ უკან დაბრუნდება. რაღაც პერიოდის შემდეგ ეკრანზე უკვე უცხოპლანეტელები ჩნდებიან, მისიის გმირები კი რაღაც უცნაურ ძალებს იძენენ და მათ შორის ბრძოლა იწყება.