გახარიას აზრით, ბოკერია-ხოშტარიასა და ვასაძე-ფალავანდიშვილის ჯგუფებს შორის განსხვავება არაა
შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას მიაჩნია, რომ ბოკერია-ხოშტარიას და ვასაძე-ფალავანდიშვილის ჯგუფებს შორის განსხვავება არაა. ამის შესახებ მან გადაცემა რეაქციაში განაცხადა და 8 ივლისს ერთდროულად ჩატარებულ აქციებზე ისაუბრა.
"ერთ მხარეს გვყავდნენ ბატონი ბოკერია, ქალბატონი ხოშტარია და მეორე მხარეს გვყავდნენ ვასაძე და ფალავანდიშვილი — აბსოლუტურად რადიკალური, ერთმანეთისგან არაფრით განსხვავებული ჯგუფები, თავისი რადიკალიზმით. როდესაც პუშკინის სკვერში იკრიბება, შეიძლება სამართლიანი პროტესტისთვის და პოლიცია სთხოვს, რომ იქ არის აგრესიულად განწყობილი ჯგუფი და იქნებ სხვაგან გამოთქვათ, თქვენი გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდებაო და როდესაც ეს ხალხი, ვითომ ინტელექტუალური ოპოზიცია ამოფარებული ახალგაზრდებს და მათ ემოციებს, იძახის, რომ ჩვენ ამათ ვერ ვაკონტროლებთ და აუცილებლად, მარში და მსვლელობა უნდა ჩავატაროთო, შუბლი შუბლით და შევქმნათ ქვეყანაში დაპირისპირების და ემოციების კიდევ ერთი კერაო, რა დავარქვათ ამას?! ეს არის რადიკალური ოპოზიცია, გაურკვეველი ამბიციებით. ჩემთვის არანაირი სხვაობა არაა და არც ერთი პოლიციელისთვის მათ შორის სხვაობა არ არი".
8 ივლისს რუსთაველის გამზირზე ერთდროულად ორი აქცია მიმდინარეობდა. აქცია #სირცხვილიას მონაწილეებს ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ დადგომის საშუალება არ მისცეს და არც აპარატურა ააწყობინეს. საათების განმავლობაში ორ აქციას პოლიციის კორდონი და ყვითელი ავტობუსები ჰყოფდა.
აქციის მონაწილეებმა მთელი ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენეს. რამდენჯერმე მოხდა მცირე დაპირისპირება. გამთეენისას ჩაკეტილი რუსთაველის გამზირი გაიხსნა. აქცია #სირცხვილიას მონაწილეებმა პარლამენტთან ტერიტორია დაიკავეს.
ამავე დღეს, ჰომოფობიური ჯგუფების მოთხოვნის მიუხედავად თბილისი პრაიდმა ღირსების მარში მოაწყო.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები