შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, რომლის გადადგომასაც მოქალაქეები 20 დღეზე მეტია ითხოვენ, TV პირველის სტუდიიდან შეძახილებით გააცილეს. აქციის მონაწილეები მინისტრს "მშიშარას" ეძახდნენ, რადგან სტუდია უკანა მხრიდან დატოვა.

#სირცხვილიას მონაწილეები TV პირველის სტუდიასთან გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიდნენ. ისინი 20 ივნისის აქციის ძალის გადამეტებით დაშლის გამო, რა დროსაც ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, მის გადადგომას ითხოვენ.