საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში ერთ-ერთმა მოქალაქემ განსაკუთრებული პაციენტი მიიყვანა.

საყვარელ არსებას, რომელიც გადაადგილებას ვერ ახერხებდა, ექიმების გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა, რადგან ქვედა კიდური ჰქონდა ტრავმირებული.

ფოტო: ანა ლუკიანოვა / საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა

კლინიკაში, სადაც ნებისმიერ ცხოველს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მკურნალობენ, მალევე გამონახეს გამოსავალი და ზღარბს კიდურზე სპეციალურად მისთვის შექმნილი, პაწაწინა ფიქსატორი დაუმაგრეს.

"ზოგადად ბევრი მსგავსი ცხოველი მოჰყავთ ჩვენთან. ამ პატარა ზღარბს კი კიდური აქვს ტრავმირებული, რომელიც უკვე დაუფიქსირდა და ახლა ძალიან კარგად გრძნობს თავს", — ამბობს აგრარული კლინიკის თანამშრომელი On.ge-სთან საუბრისას.

ფოტო: ანა ლუკიანოვა / საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ მინიატურულ ფიქსატორში გამოწყობილ ზღარბს სწრაფად გამოჯანმრთელება ვუსურვოთ და მისივე სახელით ყურადღებიან ადამიანებს სიკეთისთვის მადლობა გადავუხადოთ.