შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას TV პირველში სტუმრობის დროს გარეთ აქცია #სირცხვილია დახვდა. მისი ინტერვიუ ტელევიზიის ეთერში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს, გარეთ კი ისმის შეძახილები "წადი".

ფოტო: ირაკლი კუნჭულია / On.ge

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია თბილისში 20 დღეზე მეტია იმართება. 20 ივნისის აქციის დაშლის შემდეგ მოთხოვნა უცვლელია გადადგეს გიორგი გახარია, რომლის მინისტრობის დროს დაშლილი აქციის დროს მინიმუმ 160 მოქალაქე დაშავდა, ორმა კი თვალი დაკარგა.