კინოსტუდია A24 საკუთარი ფილმების უფასო, სახალხო კინოჩვენებებს გეგმავს, რომლებიც იმ ლოკაციებზე გაიმართება, სადაც შერჩეულ ფილმებში ხდება მოქმედება. Moonlight - მაიამი, Lady Bird - საკრამენტო, Good Time - ქუინსის ცნობილი მეტროს ხიდებს ქვეშ. The Bling Ring - Valley liquor store-ის პარკინგზე.

პროექტი ცოტა ხნის წინ სტუდიის ოფიციალურ ტვიტერზე დაანონსდა და მისი სახელია A24 Public Access. პირველი ჩვენება 20 ივლისს საკრამენტოში გაიმართება, სადაც გრეტა გერვიგის ოსკაროსან Lady Bird-ს აჩვენებენ.