14 ივლისს მთაწმინდის პარკში გრანდიოზული, ყველაზე მასშტაბური, ტკბილი, გრილი და გემრიელი ღონისძიება — ნაყინის ფესტივალი გაიმართება.

მთაწმინდის პარკის მთავარი მოედანზე წარმოდგენილი იქნება ნაყინის 20-მდე კომპანია. გაიმართება უფასო დეგუსტაცია და თითოეულ სახეობაზე იმოქმედებს ფასდაკლება.

ამასთან ერთად, 11:00 საათიდან აქვე ჩატარდება გასართობი ღონისძიებები. მოედანზე დაგხვდებიან ანიმატორები, ზღაპრების გმირები, ჯამბაზები, მიმები, ოჩო ფეხები, დრამერების შოუ და თქვენთვის საყვარელი "რეზო და ბავშვების" კონცერტი. ღონისძიების წამყვანი იქნება ყველასთვის საყვარელი ჯგუფის "რეზო და ბავშვების" სოლისტი რეზო.

ნაყინის ფესტივალი მთაწმინდის პარკის ორგანიზებით უკვე მეექვსე წელია ტარდება და მონაწილე კომპანიების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.