გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი საგნობრივი გამოცდიდან სამი აპლიკანტი მოიხსნა. ორ შემთხვევაში მოხსნის მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა იყო, მესამე — არაფხიზელი მდგომარება.

მათი ცნობით, მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 10-11 ივლისს, სამივე სესიაზე, 81 პროცენტზე მეტი გამოცხადდა. მათივე ინფორმაციით, პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ცენტრის ინფორმაციით, პროცესი 21 ივლისს დასრულდება.