მეხანძრეები ლონდონის მახლობლად Warner Bros-ის ლივესდენის სტუდიაში დიდ ხანძარს ებრძვიან, რომელიც ოთხშაბათს ღამით გაჩნდა. პოლიციას ადგილობრივი გზა აქვს გადაკეტილი, რათა მეხანძრეებმა სახანძრო შლანგის წყლის არხთან დაკავშირება მოახერხონ.

ხანძარი ხმის სცენაზეა, რომელიც არ გამოიყენებოდა. ადგილობრივი მთავრობა ამბობს, რომ დაშავებულები არ არიან. ლივესდენში მიმდინარე საწარმოო სამუშაოები კი უვნებელი გადარჩა.

სწორედ ამ სტუდიაშია გადაღებული ჰარი პოტერის ფილმები და აქვე ეწყობა ამავე ფილმების პოპულარული ტური სტუდიაში. პავილიონი ცეცხლს არ დაუზიანებია. როგორც ცნობილია, ამჟამად ლივესდენის სტუდიაში არმანდო ლანუჩი HBO-სთვის კოსმოსურ კომედიას Avenue 5-ს იღებს.

ამავე სტუდიაში ხანძარი ადრეც იყო, როდესაც ივნისში რობერტ ზემეკისი ახალ ფილმზე The Witches-ზე მუშაობდა. ფილმში მთავარ როლს ენ ჰეთევეი თამაშობს. ამ შემთხვევისას ერთი ადამიანი დაშავდა.