ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა" ვაჟა-ფშაველას წერილიდან "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი" ციტატა ქართულ ენაზე წაიკითხა.

"მინდა, გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი: "ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია" ამბობდა ვაჟა. ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ჭეშმარიტი პატრიოტიზმი გამორიცხავს კოსმოპოლიტობას და ეს ასე არ არის", — თქვა ტუსკმა.

მისივე განცხადებით, ჭეშმარიტი პატრიოტი არის კოსმოპოლიტი და ყველა ნადვილი და ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი არის ჭეშმარიტი პატრიოტი. ტუსკმა აღნიშნა, რომ ყველა კოსმოპოლიტი ემსახურება თავის ქვეყანას და ცდილობს, ის უფრო გაზარდოს და განავითაროს. მისივე თქმით, ვაჟა-ფშაველას ეს გამოთქმა უკვე 100 წელზე მეტი ხნისაა და ეს თავისთავად მოწმობს გლობალიზაციას.