მელია: ამ უწყვეტი კადრებით ნადგურდება მთავრობის პროპაგანდა, თითქოს სროლა პარლამენტში შეჭრის მცდელობა მოყვა
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია, რომელსაც პროკურატურა ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება, 20 ივნისის ღამის ვიდეომასალას აქვეყნებს. დეპუტატის თქმით, ეს კადრები ანადგურებს ხელისუფლების პროპაგანდას იმაზე, რომ სროლა პარლამენტში შეჭრის მცდელობას მოყვა.
მელია წერს, რომ უწყვეტ კადრებში ჩანს, რომ სროლა მაშინ დაიწყო, როცა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აპირებდნენ.
მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველზე აქცია დაშალა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ძალის გამოყენების აუცილებლობა პარლამენტზე შტურმმა გამოიწვია. პროკურატურის მსგავსად, შტურმის დაწყებაში ისინი ნიკა მელიას ადანაშაულებდნენ.
ნიკა მელიას საქმე
პროკურატურა მელიას პატიმრობას სწორედ 20 ივნისის აქციის საქმეზე ითხოვს. კერძოდ, დეპუტატს ბრალი აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენეს.
უწყება აცხადებს, რომ მელია მოუწოდებდა დემონსტრანტებს პარლამენტში შეჭრილიყვნენ. მელიას კი ამბობს, რომ არ მოუწოდებია და კითხვა დასვა.
27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ მას სხვა შეზღუდვების დაუწესა:
- საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
- დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე არც დაცვის და არც ბრალდების მხარის სარჩელი არ დააკმაყოფილა და საქალაქო სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვები ძალაში დატოვა. ამავე განჩინებით, მელიას შეზღუდვის ახალი სახე ელექტრონული მონიტორინგი დაემატა.
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
-
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
კომენტარები