ფორბსმა 2019 წლის ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ცნობილი 100 ადამიანის სია შეადგინა, რომელშიც 6 Avengers-ის ვარსკვლავია. კრის ჰემსვორტმა წელს $76.4 მილიონი გამოიმუშავა და ფორბსის სიაში 24-ე ადგილზეა. შემდეგი რობერტ დაუნი უმცროსია, მისი შემოსავალი $66 მილიონს შეადგენს, სიაში კი ადგილზე 34-ე ადგილზეა. მას ბრედლი კუპერი მოსდევს, მისი წლევანდელი ანაზღაურება $57 მილიონს შეადგენს, შეგახსენებთ, რომ კუპერი ევენჯერსში გალაქტიკის მცველი - როკეტის როლს ასრულებს, სიაში კი 43-ე ადგილზეა. სკარლეტ იოჰანსონი 47-ე ადგილს იკავებს გამომუშავებული $56 მილიონით. კრის ევანსი კი 73-ე ადგილზეა და მისი შემოსავალი $43.5 მილიონს შეადგენს. სიაში მოხვედრილი ყველაზე დაბალ შემოსავლიანი შურისმაძიებელი პოლ რუდი აღმოჩნდა, რომელიც 83-ე ადგილზეა და მისი შემოსავალი $41 მილიონი იყო. შეგახსენებთ, რომ ეს თანხები მხოლოდ MARVEL-ის ფილმებით გამომუშავებულ ჰონორარებს არ წარმოადგენს.