ქართული ოცნების დეპუტატი აკაკი ზოიძე "ამაზრზენს" უწოდებს რუსთავი 2-ის წამყვანის, გიორი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინებას. მისი თქმით, მსგავსი რიტორიკა "ქვეყანას დააქცევს", თორემ თავადაც შეაგინებდა პუტინს.

"თუ მიკროსკოპული სარგებელი შეიძლება ამით მივიღოთ, მე მზადა ვარ დღესვე, თქვენს ეთერშივე, არამხოლოდ ბატონ პუტინს, არამხოლოდ მისი მთავრობის ყველა წევრს, არამედ ანბანის მიხედვით მთლიანად დუმის ყველა წევრს... გაცილებით ავთენტური რუსულით შევაგინო და საომარი რიტორიკით დავაქციო ეს ქვეყანა", — განაცხადა მან ტელეკომპანია პირველის ეთერში.

ზოიძე ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის გინება წამყვანის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ ყოფილა. მისი თქმით, იდეა ნაციონალური მოძრაობასთან და არხის დირექტორთან, ნიკა გვარამიასთა იქნებოდა შეთანხმებული.

რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. გაბუნიას ქცევა არხმა კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნია და გაემიჯნა. მთავრობის წარმომადგენლებმა კი ეს ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს.

გაიგეთ მეტი: