საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს კონკურსი მეორედ ჩაიშალა. ამ თანამდებობაზე კანდიდატის ასარჩევად საბჭოს ხუთი წევრიდან მინიმუმ სამის ხმა იყო საჭირო.

დირექტორის ასარჩევად კენჭისყრა ორჯერ ჩატარდა. პირველ ჯერზე მერაბ წულაძემ 2 ხმა მიიღო, თინათინ ცისკარიძემ — 2 და შოთა გურაბანიძემ — 1. განმეორებით კენჭისყრის დროს კი ბიულეტენზე შოთა გურაბანიძის ნაცვლად ბიულეტენზე გადაყენებული დირექტორის, ნათია კაპანაძის სახელი და გვარი ეწერა.

მეორედ გამოცხადებულ კონკურსში 12 კანდიდატი მონაწილეობდა.მათგან პირველი 7 დირექტორობის მსურველთა პირველ კონკურსშიც მონაწილეობდა.

პირველ ჯერზე გამართულ კონკურსში საკმარისი ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, რის გამოც კონკურსი ჩაიშალა. აჭარის ტელევიზიის გენერალურ დირექტორს, ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი 19 აპრილს გამოუცხადა.