ბათუმის შემოვლით გზაზე ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შემდეგ, ტრაილერი გზიდან გადავიდა და გადატრიალდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან 3 წლამდე საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.