ამერიკელი სუპერპოპულარული მომღერალი ტეილორ სვიფტი Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანების სათავეშია. მისი შემოსავალი ბოლო წლის განმავლობაში 131%-ით გაიზარდა, რაც 185 მილიონი დოლარია.

სვიფტი სიის სათავეში იყო 2016 წელსაც, როცა 1989 ალბომის პოპულარიზაციისთვის გამართული მსოფლიო ტურნეს ფარგლებში მისი შემოსავალი $170 მილიონი დოლარით გაიზარდა. მისი მეექვსე ალბომის, Reputation ფარგლებში გამართულმა ტურნემ ტეილორის რეკორდი გააუმჯობესა და მომღერალს მხოლოდ ამერიკაში $226,1 მილიონი დოლარი მოუტანა, რაც ქვეყნის მასშტაბით სხვა მუსიკოსებთან შედარებით ყველაზე მაღალია.

Reputation-ის ფარგლებში გამართულმა ტურნემ 36 ქალაქი, 7 ქვეყანა და 4 კონტინენტი დაფარა და 53 სტადიონი ბოლომდე გაავსო. ჯამში ტურნეთი სვიფტის შემოსავალი $345 მილიონით გაიზარდა.

2018 წლის 31 დეკემბერს Reputation Stadium Tour ნეტფლიქსზე გამოჩნდა. Apple-ის, AT&T-ის და Diet Coke-ის რეკლამებმა სვიფტის შემოსავალი მილიონებით გაზარდა.

2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი სახეების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

  1. ტეილორ სვიფტი;
  2. კაილი ჯენერი;
  3. კანიე ვესტი;
  4. ლიონელ მესი;
  5. ედ შირანი;
  6. კრიშტიანუ რონალდო;
  7. ნეიმარი;
  8. The Eagles;
  9. ფილ მაკგროი;
  10. კანელო ალვარესი.

სრული სიის ნახვა Forbes-ის საიტზე შეგიძლიათ. ტოპ-ასეულში 38 მომღერალია, 34 სპორტსმენი, 12 ცნობადი სახე, 11 მსახიობი, 2 ავტორი, 2 კომიკოსი და ერთი ილუზიონისტი.

იმის მიუხედავად, რომ სიის პირველ ორ ადგილს ქალები ინაწილებენ, გენდერული თანასწორობის მხრივ ეს სია იდეალური არაა. ტოპ-ასეულში სულ 16 ქალია.

ფორბსის საიტზე დღის ფრაზად ნაწყვეტი ტრიალებს ტეილორის იმ ციტატიდან, რომელიც მუსიკოსმა 2016 წლის გრემიზე დაჯილდოებისას წარმოსთქვა:

"ერთ დღეს, როდესაც მიზანს მიაღწევ, გეცოდინება რომ ეს შენი და იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებსაც უყვარდი და დაგეხმარნენ".

სიაში სვიფტის პირველი ადგილი კარგად ერგება მის ბოლო კლიპში, You Need To Calm Down, გამოყენებულ შერის ფრაზას. შერი ამ ფრაზით დედას პასუხობს, რომელიც მდიდარ კაცზე დაქორწინებას ურჩევს.