რუსთავი 2-ის ცნობით, არხის 9 პროცენტიანი წილის მფლობელი, ნინო ნიჟარაძე ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. პარტნიორთა კრებას, ნინო ნიჟარაძის პოზიციას მისი ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი აცნობს.

ადვოკატის განმარტებით, გვარამიას გადაყენების მოთხოვნის მიზეზი სარედაქციო პოლიტიკა და ბოლო დროს რუსთავი 2-ში მიმდინარე პროცესებია, მათ შორის P.S.-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმერტ პუტინის გინება

ნიჟარაძის მოთხოვნას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად ნიკა გავრამია: "აგერ, მთლად ვის საკუთრებასაც ვიცავ, ის მიპირებს გადაყენებას, თან სარედაქციო პოლიტიკისთვის. პუტინის გინებისთვის გადაყენების წინააღმდეგი დიდად არ ვიქნები, შვილიშვილებს მოვუყვები — იმათ მაინც ხომ ეცოდინებათ, რომ ურჩხულს ვებრძოდი და მათი სამშობლოს მტერს, და არა კეთილს და ქართული ეკონომიკის გადამრჩენს".

ტელეკომპანია რუსთავი 2-ში პარტნიორთა კრება მიმდინარეობს.