გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ფინეთის პრემიერ-მინისტრთან ანტი რინესთან შეხვედრისას ისევ შეუძლოდ გახდა. ბერლინში ჰიმნის მოსმენისას მერკელი ისევ ძლიერად კანკალებდა, თუმცა თავისი ადგილი არ დაუტოვებია. შემდგომში განმარტეს, რომ კანცლერი თავს კარგად გრძნობს და შეხვედრა განრიგის მიხედვით მიმდინარეობს.

ბოლო რამდენიმე კვირაში ანგელა მერკელი ოფიციალური შეხვედრის დროს შეუძლოდ უკვე მესამედ გახდა. გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრისას ის ისევ კანკალებდა. იგივე შემთხვევა იყო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას. მაშინ მერკელმა აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმაშია და შეუძლოდ ძლიერი სიცხისა და გაუწყლოების გამო გახდა.